დასახელება:
განრიგების ორგანიზატორი
|
მომწოდებელი:
სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
"სოკარი" - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას განრიგების ორგანიზატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი;
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება პროდუქციული ტექნიკის, ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის დაგეგმვის და ორგანიზების სფეროში;
** ძლიერი ორგანიზაციული და დაგეგმვის უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის, ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარები;
** სამუშაო აღრიცხვის, მონაცემებისა და ანგარიშგების წარმოების გამოცდილება;
** ზეპირი და წერილობითი ინსტრუქციების გაგებისა და შესრულების უნარი;
** კარგი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: MS Office-ის პროგრამების კარგად ცოდნა;
** ენების ცოდნა: ქართული და ინგლისური ენების გამართულად ფლობა, რუსული (სასურველი).
ძირითადი მოვალეობები:
** ტექნიკური მომსახურების დეპარტამენტის დაგეგმვითი შეხვედრების ორგანიზება;
** ტექნიკური მომსახურების დეპარტამენტის სამუშაო განრიგების შექმნა დღეებისა და ცვლების მიხედვით;
** სარემონტო სამუშაოების რეესტრის განახლება და მართვა (სამუშაოს ტიპის, დისციპლინისა და პრიორიტეტის მიხედვით);
** სამუშაოს დაგეგმვამდე მასალების ხელმისაწვდომობის შემოწმება;
** ტექნიკური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის რეპორტის წარდგენა სამუშაო განრიგის შესრულების მდგომარეობასა და კვარტალური KPI ინდიკატორების შესახებ;
** ხელმძღვანელისთვის რეკომენდაციების მიწოდება ტექნიკური მომსახურების ეფექტურობის გაუმჯობესების შესახებ.
** შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში მონაცემთა ასახვა და ოპერაციების შესრულება.
ანაზღაურება და დამატებითი პირობები:
** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.); - დასვენებისა და უქმე დღეების გარდა,
** უფასო კვება;
** კორპორატიული სატელეფონო მომსახურეობა;
** კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az
ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.
** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი;
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 20.11.2024
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|