დასახელება:
ელექტრიკოსი
|
მომწოდებელი:
სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
"სოკარი" - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** სამუშაო საათების მოქნილობას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: სასურველია უმაღლესი ტექნიკური მიმართულებები. ელექტრიკოსი უნდა ფლობდეს მოქმედ ლიცენზიას (სერტიფიკატს).
** სამუშაო გამოცდილება: შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** ელექტროტექნიკური ნორმებისა და რეგულაციების კარგად ცოდნა;
** ელექტრო მოწყობილობებისა და ხელსაწყოების გამოყენების უნარი;
** საინჟინრო ნახაზების, სქემებისა და სერვისის სახელმძღვანელოების გამოყენების შესაძლებლობა პრობლემების აღმოსაფხვრელად;
** ზეპირი და წერილობითი ინსტრუქციების გაგებისა და შესრულების უნარი;
** კარგი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ენების ცოდნა - რუსული ენის კარგ დონეზე ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** დაიცვას უსაფრთხო სამუშაო პრაქტიკა შენობებსა და კომპანიის ტერიტორიებზე და უზრუნველყოს უსაფრთხოების მოქმედი პროცედურების და წესების დაცვა;
** უზრუნველყოს ყველა სამონტაჟო, საიზოლაციო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება მოქმედი პრაქტიკის და კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** განახორციელოს სხვადასხვა სახის ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობებისა და სისტემების ტექნიკური მომსახურება, შეკეთება და ტესტირება;
** დანადგარებისა და ენერგეტიკული იზოლაციების განხორციელება პროცესებიდან გამომდინარე;
** განახორციელოს შესაბამისი წინასწარი შემოწმებები სამუშაოს დაწყებამდე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაცულია ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ზომები.
** შეასრულოს სარემონტო სამუშაოები, რომლებიც წინასწარ ინტეგრირებულია სისტემაში, უსაფრთხოდ ადამიანებისთვის, გარემოსთვის და ობიექტისთვის.
** კომპანიის ინვენტარიზაციის სისტემის ცოდნა;
** ანალიტიკური უნარ-ჩვევების გამომუშავება ხარვეზების აღმოჩენის, რემონტისა და შეკეთების კუთხით;
** მოახდინოს დავალების აუდიტი, ხელი მოაწეროს იზოლაციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს (ICC) სამუშაოების განხორციელების ნებართვისთვის;
** სამუშაოს დაწყებამდე რისკების პირადი და ფორმალური შეფასებების (საჭიროებისას) განხორციელება;
** სამუშაოების განხორციელება ელექტრული გაუმართაობის გამოსასწორებლად;
** ელექტრო აღჭურვილობის პრევენციული მოვლა-პატრონობა;
** ძაბვის მოწყობილობების ყოველდღიური ინსპექტირების ჩატარება ქვესადგურებში, შიდა და გარე გადამრთველებში;
** სამუშაო ნებართვების შესაბამისობა და ხელმოწერა სხვა სამუშაოების ნებართვაზე პასუხისმგებელ პირებთან და ოპერატორებთან თანამშრომლობით;
** ელექტრული აქტივობის ჟურნალის და ანგარიშების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში სადგურებიდან და მრიცხველებიდან მონაცემების ამოწერა;
** უზრუნველყოს, რომ ყველა ანგარიში წარმოებულია და მიწოდებულია ელექტრიკოსთა ბრიგადირისათვის;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა და შენარჩუნება.
ანაზღაურება და დამატებითი პირობები:
** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე);
** სამუშაო პერიოდი - კვირის ყოველი დღე - დასვენებისა და უქმე დღეების ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.);
** უფასო კვება;
** კორპორაციული სატელეფონო მომსახურება;
** კორპორაციული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az
ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.
** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** პირადობის მოწმობის ან/და პასპორტის ასლები;
** დიპლომის ასლი;
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 20.11.2024
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|