დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ზღაპარი
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
|
კომპანია "ზღაპარი" შეიქმნა 2006 წელს, დღეს ჩვენი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 47 მარკეტს. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისთვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით.
ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტისპოზიციაზე, შემდეგ ფილიალებში:
** ყვარელი
** ქუთაისი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 08:00-17:00/15:00-24:00
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე ურთიერთშეთანხმებით
** ანაზღაურება: 800 ₾ + ბონუსი
მოვალეობები:
** მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება პროდუქციის შესყიდვის პროცესში.
** სალაროზე გატარებული პროდუქციის ასორტიმენტისა და ფასის შესაბამისობის შედარება შესაძლებლობის შესაბამისად.
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა საკუთარ სექციაში არსებული პროდუქციაზე.
** საკუთარი სექციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** გამოცდილება - არ არის სავალდებულო
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით https://zgapari.ge/career/
გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv1@zgapari.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა.)
ან დაგვირეკოთ და ჩაეწეროთ გასაუბრებაზე 577 207 117 (სამუშაო საათებში 09:00-18:00)
გაცნობებთ, რომ შპს "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად
|
|
|
|