Робота для біженців з України
მეტაბოლიზმისა და ნუტრიციოლოგიის სამსახურის უფროსის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეტაბოლიზმისა და ნუტრიციოლოგიის სამსახურის უფროსის ასისტენტი
მომწოდებელი: კავკასიის მედიცინის ცენტრი
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
"კავკასიის მედიცინის ცენტრი" წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.

"კავკასიის მედიცინის ცენტრში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: მეტაბოლიზმისა და ნუტრიციოლოგიის სამსახურის უფროსის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 8 სთ კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: ნოზოლოგიური (გამომუშავებით)

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** პაციენტების დახმარება ექიმის მითითებების შესაბამისად;
** ელექტრონული ჩანაწერების წარმოება და პროგრამული მუშაობა;
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მედიცინის ან სხვა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

ვეძებთ ადამიანს, ვისაც:

** აქვს განვითარების დიდი მოტივაცია;
** აქვს შედეგზე ორიენტირი;

ჩვენი მხრიდან გპირდებით:

განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, საინტერესო საქმეს და მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: careers@cmchospital.ge. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე