დასახელება:
მექანიკოსი
|
მომწოდებელი:
ელიტ მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
|
შპს "ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე მაღალი ანაზღაურებით.
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია მექანიკის განხრით);
** უპირატესია ცოდნა მძიმე, სამშენებლო და სპეც. ტექნიკის სფეროში;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სერვისის სფეროში (სასურველია გამოცდილება მძიმე, სამშენებლო და სპეც. ტექნიკის შეკეთება/რემონტში);
** ტექნიკური ნახაზების კითხვა/გარჩევა;
** კლიენტებთან შედეგობრივი ურთიერთობის წარმართვა;
** მართვის მოწმობის (B კატეგორიის) ფლობა;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის სწორად მართვის უნარი;
** ენერგიულობა და აქტიურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კლიენტებთან ურთიერთობაზე ორიენტირებულობა.
ძირითადი მოვალეობები:
** მძიმე და სამშენებლო ტექნიკის მიღება და ინსპექტირება;
** ტექნიკის საგარანტიო მომსახურების ფარგლებში რეგიონული გასვლები/მომსახურება
** მექანიკური დაზიანებების აღმოჩენა, მათი აღმოფხვრა;
** ტექნიკის მექანიკის სქემების დამუშავება, შესწავლა;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება
ხელფასი განისაზღვრება გამოცდილებისა და ცოდნის მიხედვით.
სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 09:00-14:00 (შაბათი)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV ფოტოსურათით მისამართზე: zantelidze@elitemotors.ge. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებით დეტალებზე შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრების დროს.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|