დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
"ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო საათები: არასრული სამუშაო განაკვეთი, დღეში 3 საათი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის 2022 წლის 16 მაისს, შექმნილი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მისიაა ბავშვთა და ზრდასრულთა თანაბარი შესაძლებლობების და უფლებების რეალიზაციისთვის, მხარი დაუჭიროს მათ სოციალურ და ეკონომიკურ ინკლუზიას, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სერვისების განვითარებას.
მიმდინარე ეტაპზე ორგანიზაცია ადმინისტრირებას უწევს დღის ცენტრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ქუთაისში, სამტრედიაში, ბაღდათსა და თერჯოლაში; მეტყველების და ქცევის თერაპიის ცენტრებს საგურამოში, ქუთაისსა და ზუგდიდში, ასევე ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამას თერჯოლაში.
ბუღალტერი ანგარიშვალდებულია აღმასრულებელ დირექტორთან. პასუხისმგებელია ორგანიზაციის შესყიდვების პროცესში ჩართულობაზე, საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვაზე, თანამშრომელთა მიერ ყოველთვიური სახელფასო უწყისების მომზადებაზე და ჩარიცხვაზე მოქმედი კანონმდებლობის, ორგანიზაციის ფინანსური პოლისების და ცალკეულ მითითებათა მოთხოვნათა დაცვით.
ძირითადი მოვალეობები:
** ცალკეული პროექტების ფინანსური ხარჯვის გეგმების მართვა (მიღება, კორექტირება, განხორციელების კონტროლი) ორგანიზაციის ფინანსური პოლიტიკისა და პროცედურების დაცვით;
** ორგანიზაციის საფინანსო დოკუმენტების დახარისხება და დაარქივება;
** საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა სპეციალური საბუღალტრო პროგრამის ორისი (Oris) მეშვეობით;
** თანამშრომლების ანაზღაურებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;
** ფინანსური უწყისების მომზადება შიდა და გარე მომხმარებლებისთვის;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი;
** საქონლისა და მომსახურების შესყიდვების ორგანიზება და სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და მართვა;
** საწვავის ხარჯვის ანგარიშის მომზადება პასუხისმგებელი პირების მიერ წარმოდგენილი საწვავის ხარჯვისა და განვლილი კილომეტრაჟების უწყისების საფუძველზე;
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა;
** ორგანიზაციის ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
** ორგანიზაციის აქტივების აღრიცხვა და მართვა;
** საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა.
სავალდებულო უნარ-ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:
** ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდებისა და პრინციპების ცოდნა;
** პირველადი დოკუმენტაციის კლასიფიკაციის ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბუღალტრო პროგრამაში "ორისი (Oris)";
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Excel);
** ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მომზადების ცოდნა და გამოცდილება;
** ინვენტარიზაციის არსის, სასაქონლო-მატერიალური აქტივების აღრიცხვის თავისებურებებისა პროცედურების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა და მიზანდასახულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია), სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დიპლომის) ასლები ელექტრონულ მისამართზე Contact.head.ge@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ "ბუღალტრის ვაკანსია".
საბუთების მიღება წარმოებს 2024 წლის 12 ნოემბრიდან 2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ქ. ქუთაისი, ინგოროყვას. ქ. #64
ტელ: 0431 25 13 33;
საკონტაქტო პირი: სოფიო კუპატაძე
ელ-ფოსტა: Contact.head.ge@gmail.com
კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
|
|
|
|