დასახელება:
უმცროსი ინჟინერი
|
მომწოდებელი:
ჯეუ გრუპი
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
|
"ჯეუ ჰოლდინგი" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.
დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.
"ჯეუ ჰოლდინგი"-ის შვილობილი კომპანიებია: "Jeu Group", "Rental and logistics company" და " Just Production".
თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ჯეუ ჰოლდინგის" სავიზიტო ბარათია.
"ჯეუ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ინჟინრის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სახელფასო რეინჯი - 1500-2000 ლარი
** სამუშაო საათები - 10:00-19:00 სთ
** ადგილმდებარეობა - თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** წინასატენდერო კვლევის წარმოება;
** სატენდერო დოკუმენტაციის განხილვა, ანალიზი და მოცულობითი უწყისების მიხედვით, მასალების და ტექნიკის საჭირო სიის შედგენა;
** რესურსული ხარჯთაღრიცხვის მომზადება.
** ტენდერის განფასება კომპანიის "ისტორიული ფასების" შესაბამისად;
** ყოველდღიური რეპორტების ანალიზი და კომპანიის მასშტაბით შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შედარების ანგარიში;
** ყოველკვირეულ შეხვედრაზე შეხვედრის ოქმის მომზადება.
** პასუხისმგებელია შეასრულოს სხვა ნებისმიერ დავალება დელეგირებული უშუალო ხელმძღვანელის მიერ.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია, უმაღლესი აკადემიური განათლება საგზაო ინჟინერიის მიმართულებით.
** სავალდებულოა, მინიმუმ 1 წლიანი სამშენებლო სამუშაო გამოცდილება, უპირატესად ჩაითვლება საგზაო მიმართულება.
** სამშენებლო/საინჟინრო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება
** Excel-ს მაღალ დონეზე ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო დროით
** კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს
** სწავლის დაფინანსებას.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა არის 2024 წლის 11 დეკემბერი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@jeuholding.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|