Робота для біженців з України
სამედიცინო გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
"ევექსი" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.

ვებგვერდი: https://evex.ge/ka/
Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/

შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, სტანდარტული

ძირითადი მოვალეობები:

** ექიმებისთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და თანამშრომლობის შეთავაზება;
** პარტნიორ ექიმებთან აქტიური კომუნიკაცია, პაციენტების "ევექსი" კლინიკების ქსელში გადმომისამართების მიზნით;
** პარტნიორი ექიმების დროული ინფორმირება ახალი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ;
** სამუშაო პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე დროული რეაგირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან, შესრულებული სამუშაოს შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან;

ვაკანსიის მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო ან ფარმაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/samedicino-gayidvebis-warmomadgeneli/580

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე