Робота для біженців з України
სპეც. ინსტრუმენტების კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპეც. ინსტრუმენტების კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ავტობანი
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
კომპანია "ავტობანი" აცხადებს ვაკანსიას სპეც. ინსტრუმენტების კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

"ავტობანი" საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.

კომპანია "ავტობანის" მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

ძირითადი მოვალეობა:

** ბაზრისა და კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
** ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების გეგმის შედგენა და განხორციელება;
** პროდუქციის შესყიდვის, ლოგისტიკისა და დასაწყობების პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** სხვადასხვა გუნდებთან თანამშრომლობა სარეკლამო კამპანიების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.
** კატეგორიის გაყიდვების და მომგებიანობის ზრდა;
** ბაზარზე ფასების მუდმივი ანალიზი, მონიტორინგი და სიახლეების გამოვლენა/დანერგვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სპეციალური ინსტრუმენტების შესყიდვების მენეჯერის, კატეგორიის მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე;
** მნიშვნელოვანია ავტონაწილისა და სპეც. ინსტრუმენტის ტექნიკური ცოდნა;
** მნიშვნელოვანია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

პიროვნული მახასიათებლები:

** შრომისმოყვარე;
** ენერგიული;
** ახალი ცოდნის ათვისების უნარი;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** თვითგანვითარების უნარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@autobani.com. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ავტობანი 2000"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე