დასახელება:
ფარმაცევტი
|
მომწოდებელი:
ვიანი
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
|
"ვიანი" აცხადებს ფარმაცევტის ვაკანსიას თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი, ჯავახიშვილის #85ა
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
** აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების აღწერა, აღრიცხვა;
** აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გაცემის კონტროლი განყოფილებების მიხედვით;
** განყოფილებებისგან მიღებული მოთხოვნების ანალიზი და მიწოდება შესაბამისი საშუალებებით;
** აფთიაქში არსებულ პროდუქციაზე ნაშთის კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
** სასურველია კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საბაზისო ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ენერგიული;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 ნოემბერი, 2024
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career/?careerId=1223
"ვიანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|