Робота для біженців з України
პურ-ფუნთუშეულის მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პურ-ფუნთუშეულის მცხობელი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 46 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, პურ-ფუნთუშეულის მცხობლის პოზიციაზე შემდეგ მისამართზე: საბურთალო, თოფურიას 12; გლდანი ბოჭორიშვილის 2, მოსკოვის გამზირი, იარაჯულის 3

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას აღნიშნულ პოზიციაზე, მთავარია გიყვარდეთ ცომეულის ცხობა დიასახლისის დონეზე, დანარჩენს ჩვენ შეგასწავლით ადგილზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი 08:00-16:00 სთ
** დასვენების დღე: კვირა
** ანაზღაურება: 1000-1200₾ + რეალიზაციის პროცენტი (ანაზღაურება დამოკიდებულია შერჩეულ ფილიალზე)

პურ-ფუნთუშეულის მცხობლის ძირითადი მოვალეობები:

** პურ-ფუნთუშეულის სხვადასხვა სახეობის გამოცხობა (ქურაში).
** დახლების რეგულარული შევსება.
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი.
** სისუფთავის დაცვა.
** პროდუქციის სალაროდან გაყიდვა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა.

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 577 23 33 25 (გთხოვთ დაგვიკავშირდეთ სამუშაო საათებში ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00სთ)

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელმისამართზე: hr@zgapari.ge

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე