Робота для біженців з України
IT პროექტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT პროექტ მენეჯერი
მომწოდებელი: პსპ დაზღვევა
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
სს "პსპ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას IT პროექტ მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები

** კომპანიის ERP სისტემის დანერგვა;
** ERP პროექტში მონაწილე პირებისგან მოთხოვნების შეგროვება, დავალებების სიღრმისეული ანალიზი;
** პროექტის ყველა მოთხოვნის დოკუმენტირება, ტექნიკური დავალებებისა და ბიზნეს პროცესების დიაგრამების შექმნა;
** ბიზნეს პროცესების ანალიტიკოსებთან ერთად კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი პროცესების აღწერის დოკუმენტის მომზადება;
** ბიზნეს პროცესების ახალი/განახლებული მოდელების შეთანხმება პროცესის მფლობელებთან და სხვა დაკავშირებულ პირებთან, მათი ინტერესების დაბალანსება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ბიზნესის, ადმინისტრირების მიმართულებით;
** IT პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ERP სისტემის დანერგვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

უნარები და პიროვნული თვისებები:

** ბიზნეს პროცესების აღქმისა და გაანალიზების უნარი;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კრიტიკული აზროვნება;
** პრობლემური საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ipsp.ge.

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ სს "პსპ დაზღვევამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@ipsp.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322 185 555). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "პსპ დაზღვევა"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც სს "პსპ დაზღვევა"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე