Робота для біженців з України
ხარისხის მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: საკემატა ფიტნესი
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
"საკემატა ფიტნესი" არის "საკემატა ჯგუფის" წევრი, ჯგუფი დაარსდა 2016 წელს. ჩვენი გუნდის მიზანია მოახდინოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და უზრუნველყოს მომხმარებლისთვის ხარისხიანი და კომფორტული მომსახურების მიწოდება.

"საკემატა ფიტნესი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
** ფილიალებში წესრიგის მონიტორინგი;
** მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული საკითხების გაცნობა და შესაბამისი უკუკავშირის გაცემა;
** რეპორტის წარმოება;
** კლუბში არსებული სტანდარტების შესაბამისად მუშაობა.

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი.

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) სრულყოფილი ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება.

პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-18:00;
** დასვენების დღე: კვირაში ორი დღე;
** ანაზღაურება: ხელფასი

რას გთავაზობთ ჩვენ:

** დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სპეციალური ფასდაკლებები;
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: hr@sakemata.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

კლუბის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.sakematafitness.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე