დასახელება:
ექთნის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
საქართველოს კარიტასი
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
|
საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას ექთნის ასისტენტის პოზიციაზე.
დასაქმების ტიპი: 100%
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაოს მიზანი: პროექტის ექთნის ასისტენტი პასუხისმგებელია შეასრულოს პროექტით გათვალისწინებული მოვალეობები.
თანამდებობრივი მოვალეობები/ფუნქციები:
ძირითადი მოვალეობები:
ტექნიკური დახმარება გაუწიოს პროექტის კოორდინატორს პროექტით დაგეგმილი საქმიანობების განხორციელებაში:
** ძირეული მოვლა (ჰიგიენური პროცედურები, დახმარება ჩაცმა-გახდაში, თეთრეულის გამოცვლა, დახმარება კვებისას და ა.შ.);
** მოვალეა დაეხმაროს პაციენტს ყოველდღიურ საქმიანობების მოგვარებაში;
** დახმარება გაუწიოს კოორდინატორს დაგეგმილი პროცედურების ჩატარებაში
მოვალეა პროგრამისა და პროექტის მენეჯერებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
** განახორციელოს სხვა საქმიანობა შინმოვლის შინაგანაწესის შესაბამისად;
** პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება;
** პასუხისმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე
** მონაწილეობს სამედიცინო პროგრამის ღონისძიებებში და თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში.
** მოვალეა იყოს კარიტასის სამედიცინო პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრ
საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელობის სხვა დავალებებს
პიროვნული მახასიათებლები:
განათლება და გამოცდილება:
** ტრენინგი- ავადმყოფის მოვლაში/შინმოვლაში
** სასურველია საექთნო განათლება.
ცოდნა და უნარები:
** ქართული და რუსული ენების ცოდნა
** კომუნიკაციის უნარები;
** MS Office-ს პროგრამების ცოდნა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** კრეატიულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
** სტრესულ მდგომარეობაში სწრაფი და გაწონასწორებული მოქმედება, მოქნილობა, ადაპტაციისა და მოთმინების უნარი;
** პატიოსანი, ლოიალური ორგანიზაციისა და საქმის მიმართ
** კრიტიკისა და განსხვავებული აზრის მიმართ კონსტრუქციული მიდგომა;
** საქართველოს კარიტასის ფასეულობების გაზიარება და მხარდაჭერა;
** განსხვავებული ეროვნების, რელიგიებისა და აზრის პატივისცემა.
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: ia.adeishvili@caritas.ge და გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 13/11/2024
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 25/11/2024
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც 1994 წლიდან ახორციელებს სოციალურ და სამედიცინო პროექტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში . "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების, ადამიანის რესურსების განვითარება, განათლება და სამართლიანობის დამკვიდრება საზოგადოებაში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge | https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo
|
|
|
|