დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ალტა
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
|
შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.
კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორი, საბურთალო.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** კომპანიის მომხმარებლების მაღალკვალიფიციურად მომსახურება, არსებული მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** გაყიდვის განხორციელებამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
** კომპანიაში დაგეგმილ სხვადასხვა სახის აქციების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** პასუხისმგებლობა;
** სერვისულობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ"შეავსე სააპლიკაციო ფორმა" ღილაკის მეშვეობით.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/ngY34P5Mpx
|
|
|
|