Робота для біженців з України
გენერალური მენეჯერი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: ალპინა გუდაური
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
"Hotel Alpina" გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე აშენებული სასტუმროა, რომელიც 2022 წლიდან განახლებული დიზაინით მასპინძლობს სტუმრებს.

60-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს ზამთრის სეზონის განმავლობაში და მასში განთავსებულია რესტორანი, ტერასა და ლაუნჯ ბარი. ასევე, სასტუმროში ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბილიარდის მაგიდებით. სასტუმროს მიმდებარედ დამონტაჟებული ბიგელის ტიპის საბაგირო კი სრიალის მოყვარულ დამსვენებლებს საშუალებას აძლევს, სასტუმროდან პირდაპირ სათხილამურო კურორტის მთავარ ფერდობს დაუკავშირდნენ.

"Hotel Alpina" აცხადებს გენერალური მენეჯერის ვაკანსიას.

დაქვემდებარება: კომპანიის დამფუძნებლებთან
სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ზამთრის სეზონისთვის შესაბამისი სამოქმედო გეგმისა და საოპერაციო სტრატეგიის ჩამოყალიბება წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში
** ბიუჯეტირება, ფინანსური პროგნოზებისა და შედეგების ანალიზი შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად. ხარჯების კონტროლი და ფინანსური მაჩვენებლების ოპტიმიზაციისთვის საჭირო ცვლილებების/პროექტების ინიცირება
** სასტუმროს დეპარტამენტების სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შემუშავება და მოდიფიკაცია საჭიროებისამებრ
** ობიექტის შემოწმება და მომზადება ზამთრის სეზონის დაწყებისა და დასრულებისას, მათ შორის და არამარტო, შიდა/გარე სივრცეების ინსპექტირება და ტექნიკური მდგომარეობის რეპორტინგი კომპანიის მმართველ გუნდსა და მფლობელებთან. საჭირო პრევენციული ზომების გატარება ობიექტის ტექნიკური გამართულობისა და შეუფერხებელი ოპერირების უზრუნველსაყოფად
** ობიექტის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა, სამუშაო პროცესების უხარვეზოდ მიმდინარეობის უზრუნველყოფა
** თითოეული დეპარტამენტის სამუშაო პროცესების მონიტორინგი, თანამშრომელთა ზედამხედველობა, მათი შედეგების შეფასება და უკუკავშირის გაზიარება. სისტემატური შეხვედრების ორგანიზება, საჭიროებისამებრ
** სტუმართა საჭიროებების კვლევა, ეფექტური კომუნიკაციის მეშვეობით სასტუმროს სერვისებისა და პროდუქტის ხარისხის შესახებ მათი შეფასებების (დადებითი/უარყოფითი) იდენტიფიცირება, განხილვა/გადაწყვეტა და გამოცდილების გაუმჯობესებისთვის საჭირო სიახლეების შემუშავება
** ახალი თანამშრომლების დასაქმების პროცესში ჩართულობა, შერჩევისა და ონბორდინგის ეტაპებზე
** საოპერაციო KPI-ების მიღწევა/გაუმჯობესება, მათ შორის და არამარტო: სასტუმროს დატვირთულობის მაჩვენებელი, საშუალო დღიური ფასი და შემოსავლის სხვა მაჩვენებლები (ADR, RevPar, Extra Charge per Guest და სხვა)
** სასტუმროს შემოსავლისა და ფინანსური მოგების ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო პროცესების მართვა თითოეული დეპარტამენტის კუთხით; შემოსავლებისა და მოგების დაგეგმილი ბიუჯეტის გადაჭარბება/გაუმჯობესება; ხარჯების ოპტიმალური მართვის უზრუნველყოფა,
** ფინანსური ანგარიშების (რეპორტების) დროული მიღება/დამუშავება/წარდგენა, მათი განხილვა ფინანსური დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად
** ობიექტის მუდმივი ზედამხედველობა/ინსპექტირება და სათანადო ანგარიშების მომზადება/გაზიარება კომპანიის მმართველ გუნდსა და მფლობელებთან; თითოეული დეპარტამენტის სისტემატური აღწერებისა და ინვენტარიზაციის პროცესის ზედამხედველობა და პროცესში მონაწილეობა
** თანამშრომელთა საცხოვრებელი სივრცეების ზედამხედველობა/ინსპექტირება, საჭიროებების კვლევა და სათანადო ანგარიშების მომზადება/გაზიარება კომპანიის მმართველ გუნდსა და მფლობელებთან
** საოპერაციო ეფექტიანობის მუდმივი მონიტორინგი სახელფასო, F&B, კომუნალური თუ სხვა ტიპის ხარჯების გათვალისწინებით
** სასტუმროს რეპუტაციული, ფინანსური და სტუმართა ზოგადი კმაყოფილების მაჩვენებლების გაუმჯობესების უზრუნველყოფა; დადგენილი KPI-ების მიღწევა/გაუმჯობესება; სტუმართა უკუკავშირისა და ონლაინ შეფასებების მაღალი მაჩვენებლის მიღწევა/შენარჩუნება/გაუმჯობესება, თანამშრომელთა ჩართულობისა და მათი შენარჩუნების მაღალი მაჩვენებლის მიღწევა/შენარჩუნება/გაუმჯობესება; სოციალური საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაძლიერება და სათანადო ინიციატივების/პროექტების დასახვა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: HR@mphospitality.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე