დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
მიჰაუსი
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
|
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე:
ადგილმდებარეობა: ვაზისუბანი
გრაფიკი: 3 სამუშაო დღე (7 საათიანი ცვლა) 3 დღე დასვენება
ანაზღაურება: 650 ლარი
დღის განმავლობაში თქვენი საქმე იქნება:
** ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე სანიტარული ნორმებისა და ჰიგიენის დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
შენგან ჩვენ გვჭირდება:
** ჩვენთვის ნებისმიერი განათლება მისაღებია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** აქტიურობა და სისწრაფე;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ძალიან მეგობრულ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით;
** Fit-pass-ს.
"მიჰაუსი" - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60, 000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. "მიჰაუსი" მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე; 595745245 ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია) 2024 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|