Робота для біженців з України
HR ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ასისტენტი
მომწოდებელი: Manamo Home
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" აცხადებს ვაკანსიას HR ასისტენტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (40 სამუშაო საათი)

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომელთა შერჩევის პროცესში ჩართულობა (რეზიუმეების გადარჩევა, დაბარება);
** შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, შრომითი პირობების შეცვლის საფუძველზე ხელშეკრულების დანართების მომზადება;
** თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;
** სხვადასხვა ტიპის ბრძანების/ცნობების მომზადება;
** თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობების შექმნა და პერიოდული განახლება;
** დასაქმებულთა გრაფიკების კონტროლი;
** დასაქმებულებთან კომუნიკაცია და პრობლემური საკითხების განხილვა, მოგვარება;
** ყოველკვირეული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

ჩვენ ვეძებთ:

** კრეატიულ და მოტივირებულ ადამიანს - მუდმივად სიახლეების შესწავლის/აღმოჩენის მქონე უნარით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა.

ჩვენთან გელოდებათ:

** კომფორტული სამუშაო გარემო
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა

ჩვენს გუნდში მუშაობის მსურველებს გთხოვთ გამომიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@manamohome.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - HR ასისტენტი

CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია "Manamo Home" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე