დასახელება:
სოციალური მედიის მართვის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Manamo Home
|
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
|
საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (40 სამუშაო საათი)
ძირითადი მოვალეობები:
** ციფრული მედია არხებისთვის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
** სოციალური ქსელის/საიტის, მართვა/განვითარება;
** კლიენტებთან კომუნიკაცია (კითხვებზე პასუხის გაცემა, კრიტიკაზე და კომენტარებზე რეაგირება);
** სარეკლამო კამპანიების წარმართვა (სწორი მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა, რეკლამის მონიტორინგი და ანალიზი);
** სოციალურ ქსელებში ბრენდის ცნობადობის გაზრდა;
** ციფრული არხების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი.
ჩვენ ვეძებთ:
** კრეატიულ და მოტივირებულ ადამიანს - მუდმივად სიახლეების შესწავლის/აღმოჩენის მქონე უნარით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ციფრული მედიის ან მომიჯნავე სფეროების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური მედიის პრინციპების ცოდნა
** Facebook, LinkedIn, Instagram, Tiktok გვერდების ადმინისტრირების გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი.
აუცილებელი უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა.
ჩვენთან გელოდებათ:
** კომფორტული სამუშაო გარემო
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
ჩვენს გუნდში მუშაობის მსურველებს გთხოვთ გამომიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@manamohome.com - გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სოციალური მედიის მართვის სპეციალისტი
CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია "Manamo Home" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
|
|
|
|