Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=596204&print=yes&view=jobs
 
უფროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის.

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.nutrimax.ge/

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

პოზიციაზე მივესალმებით გამოცდილ, დეტალებზე ორიენტირებულ, ანალიტიკური აზროვნების უნარების მქონე კანდიდატებს.

სამუშაო ადგილი - თბილისი, ზემო ფონიჭალა
სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -17:30 სთ)
ანაზღაურება - 3000 (Net)
დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:

** მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ყიდვა/ჩამოწერასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება, შესაბამისი აქტების მომზადება;
** წარმოების პროცესების ანალიზი და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
** საბაჟო დეკლარაციების ასახვა პროგრამულად "ინკოტერმსის" წესების დაცვით;
** რეგულარულ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
** თვის დახურვის პროცედურებში მონაწილეობის მიღება;
** საბანკო გადარიცხვების განხორციელება საჭიროების შემთხვევაში;
** შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე მიღებული/გაცემული ანგარიშ-ფაქტურების შემოწმება/დადასტურება;
** დღგ, მოგება, საშემოსავლო, საპენსიო დეკლარაციების მომზადება-წარდგენა;
** წლიური დეკლარაციების (ქონება, ორმაგი დაბეგვრა (ფორმა1))მომზადება/წარდგენა;
** წარმომადგენლობითი, სამივლინებო, საიჯარო, კომუნალური, მომსახურებებისა და სხვა ტიპის ხარჯების პროგრამაში დროული ასახვა;
** სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვარტალური და წლიური ფორმების შევსება;
** შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა, სხვა შიდა კონტროლის ოპერაციებში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან მომიჯნავე მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია ACCA ან მსგავსი კვალიფიკაციის ფლობა;
** სასურველია ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: recruiting@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უფროსი ბუღალტერი".

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია