Робота для біженців з України
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ფარმსახლი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
სააფთიაქო ქსელი "ფარმაცევტული სახლი+" ("ფარმსახლი") 20 წელზე მეტია პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე და თანამედროვე სტანდარტებით, წარმატებით ახორციელებს მედიკამენტების, ჰიგიენისა და სილამაზის პროდუქტების, ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებების რეალიზებას ქვეყნის მასშტაბით. დღესდღეობით კომპანია 60-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი და მუდმივად იზრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"ფარმსახლში" დასაქმებულია 600-ზე მეტი თანამშრომელი. ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე და მათთვის სასიამოვნო და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე.

"ფარმსახლი ჯგუფში" შემავალი კომპანიებისთვის აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის #49ბ
სამუშაო გრაფიკი: 10:00 სთ-18:00 სთ (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** სააფთიაქო ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მუდმივი მხარდაჭერა;
** კომპანიაში არსებული IT ტექნიკის და მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ინციდენტების აღრიცხვა და მათზე რეაგირება;
** ქსელური პრობლემების მოგვარება;
** თანამშრომლების სრული ტექნიკური მხარდაჭერა;
** კომპანიაში არსებული IT მარაგების კონტროლი და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა;
** IT ინფრასტრუქტურის მონტაჟი და შეკეთება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და კონფიგურაცია;
** სისტემური და ქსელური აღჭურვილობის ინსტალაცია და კონფიგურაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Windows და macOS ოპერაციული სისტემების ცოდნა, აგრეთვე Microsoft Office-ის პროგრამული პაკეტის ცოდნა;
** სტანდარტული ქსელური მოწყობილობების (wireless router, switch) კონფიგურაციის ცოდნა
** სტანდარტული ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და მონტაჟის უნარი
** სასურველია სერვერებთან, ვირტუალურ მანქანებთან და ქლაუდ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების სწრაფი ანალიზისა და გადაჭრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ სატელეფონო ლიმიტს
** სპეციალურ ფასდაკლებებს ვაკის საცურაო აუზზე არსებულ აქტივობებზე
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@ph.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "IT მხარდაჭერის სპეციალისტი"

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ "ფარმაცევტული სახლი+ში" ("ფარმსახლში")გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "ფარმაცევტული სახლი+მა" ("ფარმსახლი") "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე დაარეზერვოს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის, იმ შემთხვევაში თუ სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე არ იქნება განხილული მოცემულ ვაკანსიაზე.

"ფარმაცევტული სახლი+" ("ფარმსახლი") შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე