Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=596033&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: Gold Way Group
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "GOLD WAY GROUP" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გუნდის მართვა/სწავლება და მხარდაჭერა;
** ბაზების დამუშავება და კომპანიის CRM სისტემის მონიტორინგი;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** გაყიდვის პროცესის მონიტორინგი და გუნდის წევრებისთვის მუდმივი უკუკავშირის უზრუნველყოფა მზარდი შედეგებისთვის;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი და შემდგომი მონიტორინგი;
** გაყიდვების გეგმების შედგენაში მონაწილეობა და გეგმების შესრულებაზე ზრუნვა;
** გაყიდვებთან დაკავშირებული აქტივობების დაგეგმვა/მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა ტიპის რეპორტის წარმოება;

სავალდებულო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით 5 წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა
** კორპორატიულ ნომერს
** ტაქსის მომსახურება კომპანიის მიზნებისთვის
** თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hello@goldway.com.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: გაყიდვების ჯგუფის უფროსი

ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია