Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=595911&print=yes&view=jobs
 
მცირე და საშუალო ბიზნესთან ურთიერთობის ჯუნიორ სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცირე და საშუალო ბიზნესთან ურთიერთობის ჯუნიორ სპეციალისტი
მომწოდებელი: FireFlies
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
საკონსულტაციო კომპანია "Fireflies" აცხადებს 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას მცირე და საშუალო ბიზნესთან ურთიერთობის ჯუნიორ სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმების პერსპექტივით.

განაკვეთი: არასრული (კვირაში 5 დღე 12:00-დან 17:00-მდე ან კვირაში 3 დღე შეთანხმებით 10:00-დან 18:00-მდე)
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო.

"Fireflies" ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, რომლის სერვისები მორგებულია ბიზნესის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ჩვენ ვთავაზობთ სტრატეგიულ მხარდაჭერას მცირე, საშუალო და დიდი ზომის კომპანიებს მათი ორგანიზაციული განვითარების ეტაპისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ჩვენ კომპანიებს ვუწევთ მხარდაჭერას ბიზნესის სტრატეგიის, ბრენდირების, მარკეტინგული სტრატეგიის, ორგანიზაციული განვითარებისა და HR-ის მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან დაკავშირება, კომუნიკაცია;
** ბიზნეს პორტფელების მართვა;
** შეხვედრების ორგანიზება.

ჩვენ გეძებთ შენ, თუ ხარ:

** მოტივირებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** პუნქტუალური;
** ორგანიზებული;
** შრომისმოყვარე.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური უნარები;
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარები;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

აღნიშნული პოზიციის ანაზღაურება შეადგენს 500 ლარს.

გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: HR@fireflies.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება " მცირე და საშუალო ბიზნესთან ურთიერთობის ჯუნიორ სპეციალისტი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 25.11.2024

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://fireflies.ge

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია