დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ამანათი
|
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
|
შპს "ამანათი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
შპს "ამანათს" ქართულ ბაზარზე ოპერირების რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს ჩინეთიდან და ამერიკიდან საქართველოში საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება წარმოადგენს. სერვისი მოიცავს როგორც კერძო, ასევე, კორპორაციულ შეკვეთებს მცირე და დიდი ზომის ტვირთების ტრანსპორტირების მიმართულებით.
სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება და ბონუსი.
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა.
მდებარეობა: ვარკეთილი და 300 არაგველი.
მოვალეობები: საწყობში მიღებული პროდუქციის დახარისხება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარ-ჩვევები:
** სასურველია 1-წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** სასურველია ექსელის ცოდნა;
** ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: vacancy@amanati.ge
|
|
|
|