Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ჰორეკა
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
შპს "ჰორეკა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

შპს "ჰორეკა" 2008 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის სფერო არის კორპორატიული ჰიგიენა - პროფესიონალური ჰიგიენური საშუალებებით და სერვისებით უზრუნველყოფა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები და დასვენების დრო: სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 (ხუთი) სამუშაო დღით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, დილის 09:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე.
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 145; მე-3 სართული მე-2 ოფისი.
** ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად.

დასაქმებული და დამსაქმებელი თანხმდებიან, რომ დასაქმებული ვალდებულია მათ შორის:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება, როგორიცაა: ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, ანგარიშ ფაქტურა, ინვოისი, სალაროს გასავლისა და შემოსავლის ორდერი; სალაროსა და ტერმინალის გადახდის ქვითარი და სხვა საჭირო ოპერაციები;
** სალაროს ოპერაციების (აგენტ +) მონიტორინგი და ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** ბანკის ამონაწერის ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებული გატარებების წარმოება;
** დებიტორული დავალიანებების ნაშთების შედარება და კონტროლი;
** შიდა კომპანიის პროტოკოლის მიხედვით, საქმიანობასთან დაკავშირებული რეპორტების წარმოება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
** სასურველია პროგრამა 1C/Balance-ში ან სხვა ბუღალტრული პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@horeca.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ რომ შპს "ჰორეკა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე