დასახელება:
Plumbing ინჟინერი
|
მომწოდებელი:
UGT
|
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
|
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას Plumbing ინჟინრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაექვსი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** Plumbing (წყალი, კანალიზაცია, ხანძარქრობა, სანიაღვრე სისტემები) მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მოფიქრება (solution) და პროექტის მომზადება, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
** კლიენტისგან მიღებული არქიტექტურული ნახაზის გარჩევა;
** პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობისას პროდუქტის შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით;
** Plumbing (წყალი, კანალიზაცია, ხანძარქრობა, სანიაღვრე) სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება და პროექტის სავარაუდო ბიუჯეტის დადგენა;
** საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მოსამზადებლად ობიექტის შესწავლა ინჟინერ-ინსტალატორების გუნდთან ერთად;
** პროექტში ცვლილებების შეტანა და პროექტის მიმდინარეობის კონტროლი;
** ობიექტზე სისტემების პროექტირება, გამართვა და კონფიგურაცია;
** Plumbing (წყალი, კანალიზაცია, ხანძარქრობა, სანიაღვრე) სისტემებში გამოყენებული სხვადასხვა მწარმოებლების პროდუქციის მახასიათებლების და ფუნქციების შესწავლა და სიახლეების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება;
** MEP-ის ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები:
** აუცილებელია შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია, შესაბამისი სერტიფიკატების არსებობის შემთხვევაში მათი წარდგენა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამებისა და შესაბამისი საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** ენები: აუცილებელია, ინგლისური B2 დონეზე ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია, აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
კომპეტენციები
** სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
** მოტივირებული;
** მიზანდასახული;
** პასუხისმგებლიანი.
დასაქმების პირობები
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
დამატებითი ინფორმაცია: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 8 ნოემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1005/
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|