დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
|
კომპანია ჯიბე "Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის N 9
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00, თვეში 2 შაბათი - 10:00-14:00
ფუნქცია-მოვალეობები:
** დადგენილი გრაფიკის მიხედვით შეკვეთების განხორციელება
** დადგენილი გრაფიკის მიხედვით მომწოდებლებისათვის შეკვეთების დროულად და ზუსტად მიწოდება
** მომწოდებელსა და მიმღებს შორის, ზუსტი და ოპერატიული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა
** ცენტრალური და მაღაზიის საწყობიდან პროდუქციის მიღებასთან დაკავშირებული ყოველდღიური შეტყობინებების ანალიზი და მასზე მყისიერი რეაგირება
** ცენტრალურ და მაღაზიის საწყობთან მუდმივი კომუნიკაცია ნაშთების და პროდუქციის მიღების გრაფიკის ცვლილების თაობაზე
** სასაქონლო მარაგების ანალიზი: ჭარბი ნაშთებისა და დეფიციტის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, კომპანიაში არსებული წესების დაცვით
** შეკვეთების პროგრამული ასახვის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით
** სასურველია სფეროში მუშაობის გამოცდილება
** კანდიდატისთვის უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა "აპექსის" ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მისამართზე: HR@jibe.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|