დასახელება:
ღაბაშების/ სუპინატორების ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
ახალი ხედვა
|
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 08 დეკემბერი
|
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.
სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას ღაბაშების (სუპინატორების) ტექნიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე კვირაში
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ღაბაშის (სუპინატორის) აპარატის ყოველდღიური ტექნიკური შემოწმება;
** აპარატის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, საფრთხეების წინასწარ იდენტიფიცირება და ხარვეზის დროული გამოვლენა. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება და დროული რეაგირება;
** ორთოპედის მიერ მომზადებული ესკიზის მიხედვით ღაბაშის (სუპინატორის) დამზადება, დამუშავება და საბოლოო სახის მიცემა მითითებულ ვადაში;
** დამზადებულ ღაბაშზე (სუპინატორზე) მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში საჭირო კორექციის გაკეთება;
** პროდუქციის მიღება, გადათვლა, მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე ხელმოწერა და საწყობში განთავსება;
** არსებული მასალის ნაშთების მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესყიდვების ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ტექნიკური მიმართულებით და/ან დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.
ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.
თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|