Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი - სენაკი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 08 ნოემბერი / ბოლო ვადა: 09 დეკემბერი
"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://www.qebuli-climate.ge

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ სენაკში.

პოზიცია ექვემდებარება: ქსელის სუპერვაიზერს
დაქვემდებარებაში ჰყავს: საცალო გაყიდვების სპეციალისტები, მოლარე
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 09/12/2024
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: ფილიალის ეფექტური მართვა და გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა, კლიენტების მაქსიმალური კმაყოფილების მიღწევა.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალისა და დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა და გაყიდვების ანალიზი;
** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება.
** მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ფილიალში განთავსებული პროდუქციის განლაგების კოორდინირება კომპანიაში არსებული წესის დაცვით;
** მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** მომსახურების სტანდარტების მაღალ დონეზე ფლობა;
** 1C პროგრამის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) მაღალ დონეზე ფლობა;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
** ანაზღაურება: 1500-1700 ლარი + ბონუსი (განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად)
** სამუშაო ადგილი: ქ. სენაკი, ჭავჭავაძის ქ. N95

სოციალური პაკეტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** კორპორაციული ნომერი
** პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლება

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა წერილობითი ხელშეკრულება 1 წლით, აქედან პირველი 6 თვე გამოსაცდელი ვადა.
ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად

საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად

გაცნობებ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

დასაქმებულის უფლებები:

როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე