დასახელება:
ონლაინ გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ფარმსახლი
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
|
სააფთიაქო ქსელი "ფარმაცევტული სახლი+" ("ფარმსახლი") 20 წელზე მეტია პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე და თანამედროვე სტანდარტებით, წარმატებით ახორციელებს მედიკამენტების, ჰიგიენისა და სილამაზის პროდუქტების, ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებების რეალიზებას ქვეყნის მასშტაბით. დღესდღეობით კომპანია 60-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი და მუდმივად იზრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
"ფარმსახლში" დასაქმებულია 600-ზე მეტი თანამშრომელი. ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე და მათთვის სასიამოვნო და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე.
სააფთიაქო ქსელი "ფარმსახლი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის #49ბ
სამუშაო გრაფიკი: 10:00სთ-18:00სთ (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ონლაინ გაყიდვების სტრატეგიული გეგმების შემუშავება და განხორციელება
** ახალი ონლაინ გაყიდვების არხების მოძიება
** ახალი ონლაინ გაყიდვების არხების გამართვა
** ონლაინ გაყიდვების ანალიტიკის და რეპორტინგის სისტემის გამართვა
** ონლაინ გაყიდვების სტიმულირებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
** კომპანიის მომხმარებელთა ბაზის გაფართოება
** ონლაინ გაყიდვების და შემოსავლების სამიზნე ციფრების მიღწევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს სფეროში)
** ონლაინ გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
დამატებითი უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორაციულ სატელეფონო ლიმიტს
** სპეციალურ ფასდაკლებებს ვაკის საცურაო აუზზე არსებულ აქტივობებზე
** Fitpass-ის შეთავაზებას
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@ph.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ონლაინ გაყიდვების მენეჯერი"
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ "ფარმაცევტული სახლი+ში" ("ფარმსახლში")გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "ფარმაცევტული სახლი+"-მა ("ფარმსახლი") "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე დაარეზერვოს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის, იმ შემთხვევაში თუ სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე არ იქნება განხილული მოცემულ ვაკანსიაზე.
"ფარმაცევტული სახლი+" ("ფარმსახლი") შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|