დასახელება:
ტენდერი საკონფერენციო და კვებითი მომსახურებების შესყიდვაზე
|
მომწოდებელი:
საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ნოემბერი
|
ა (ა)იპ "საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია" იწვევს კომპანიებს ერთჯერადი ღონისძიებისთვის საკონფერენციო სივრცის და კვებითი მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: ა (ა)იპ "საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია" არის პროფესიული გაერთიანება, რომლის მიზანია ადიქტოლოგიის სფეროს განვითარება და პოპულარიზება საქართველოში.
ინფორმაცია პროექტის შესახებ: ადიქტოლოგთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია "მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტეგრირებული ზრუნვის პილოტირება და დანერგვა წამალდამოკიდებულების სპეციალიზებულ სერვისებში". პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველყოფის მიზნით" მიერ.
მომსახურების მიზანი: პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაციის, დისემინაციის ღონისძიების დღისთვის საკონფერენციო სივრცით და კვებითი მომსახურებით უზრუნველყოფა.
ღონისძიების დეტალები:
** შეხვედრის თარიღი: 28 ნოემბერი, 16:00 საათი;
** შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი;
** სტუმრების რაოდენობა: 40 ადამიანი;
** წყობა - თეატრალური;
კვება:
** რეგისტრაცია და გახსნა: ყავის შესვენების ტიპის მსუბუქი მენიუ;
** შეხვედრის დახურვა: ლანჩის მენიუ;
ტექნიკური აღჭურვილობა:
** უსადენო მიკროფონი - 3 ერთეული;
** პროექტორი და ეკრანი - 1 ერთეული;
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი დაწესებულების შესახებ ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, საბანკო რეკვიზიტები);
** საკონფერენციო სივრცეების ამსახველი ფოტოები;
** კომერციული წინადადება (აუცილებელია წარმოდგენილი იყოს ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით. მთლიანი ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 7400 ლარს). კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს ჩამოთვლილ კომპონენტებს:
** კვებითი მომსახურების შემოთავაზებული ღირებულება დღგ-ს ჩათვლით (კვებით მომსახურებას თან უნდა ახლდეს მენიუს ჩამონათვალი და ფასში უნდა შედიოდეს ერთი მსუბუქი ყავის შესვენების და ლანჩის თანხა. ასევე, კვების ღირებულება მოცემული უნდა იყოს პერსონაზე გადათვლით);
** საკონფერენციო სივრცის ქირის შემოთავაზებული ღირებულება დღგ-ს ჩათვლით (ნახევარი დღის საფასური);
** ტექნიკური აღჭურვილობის ღირებულება.
შემოთავაზებული წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
** მოწოდებული დოკუმენტაცია;
** წარმოდგენილი ფასი.
მოთხოვნილი დოკუმენტების არასრულად ან დედლაინის შემდეგ გამოგზავნის შემთხვევაში, დაწესებულება გამოეთიშება ტენდერს.
სატენდერო წინადადება შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მეილზე: addictology.gaa@gmail.com.
გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ "ტენდერი საკონფერენციო და კვებითი მომსახურებების შესყიდვაზე".
წინადადებების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 18 ნოემბერი 23:59 საათი.
|
|
|
|