Робота для біженців з України
ციფრული აკადემიის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული აკადემიის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Digital Bus Academy
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
"Digital Bus Academy" აცხადებს ვაკანსიას ციფრული აკადემიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე

ჩვენ შესახებ:

"Digital Bus" არის ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც სტუდენტებსა და პროფესიონალებს საშუალებას აძლევს სწრაფად და ხელმისაწვდომად შეიძინონ მნიშვნელოვანი უნარები ინკლუზიურ და მეგობრულ გარემოში, ასაკის, პროფესიისა თუ ინტერესების მიუხედავად.

ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ განათლების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ მომავალი პროფესიონალების გაძლიერება, რომლებიც გატაცებით, სიყვარულითა და მოტივაციით შეძლებენ თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებას.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე (დამატებით უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მოტივირებულობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევები;

საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კალენდრის მართვა;
** სხვადასხვა სახის მასალების მოძიება, გაანალიზება და რეზიუმირება;
** სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება;
** სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
** შეხვედრების ორგანიზება და დოკუმენტირება;
** კორესპონდენციისა და ვებ-საიტების მართვა;
** აკადემიის მენეჯერის მითითებით, სხვადასხვა დავალებების შესრულება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტრო დელისიდან 300 მეტრში. შესაძლებელია სამუშაოს გარკვეული ნაწილი შესრულდეს დისტანციურად.

სამუშაო გრაფიკი: სრული ან არასრული განაკვეთი, მინიმუმ 30 საათი კვირაში (უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც შეძლებენ სრული განაკვეთით მუშაობას).

ანაზღაურება: ზუსტი ანაზღაურება დამოკიდებულია შერჩეული კადრის კომპეტენციაზე, სამუშაო გრაფიკზე, გამოცდილებასა და მის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე. განსაკუთრებით კომპეტენტური და გამოცდილი ასისტენტებისთვის გათვალისწინებულია ბონუსები (მაქსიმუმ ფიქსირებული ხელფასის ოდენობით).

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ სივი მეილზე: hr@digitalbus.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ციფრული აკადემიის მენეჯერის ასისტენტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე