Робота для біженців з України
საკრედიტო ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

"ცენტრალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება უმაღლესი - სასურველია ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება;
** სამუშაო გამოცდილება, აუცილებელია - მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო ექსპერტების მართვა ფილიალის დონეზე;
** მომხმარებლებისათვის კომპანიის პროდუქტების პრეზენტაცია;
** გაყიდვების მხარდაჭერა და კონტროლი;
** ექსპერტთა პრაქტიკული და თეორიული სწავლება ფილიალის დონეზე;
** ფილიალის საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი და მართვა;
** რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** ახალი კლიენტების მოზიდვა.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
** საკრედიტო გუნდის მართვის მაღალი დონეზე წარმართვა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) ცოდნა;
** დარწმუნების, მოლაპარაკების ეფექტურად დასრულების უნარი;
** ენერგიულობა, მოტივირებულობა მიზნის მიღწევაზე, გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი, მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა, შედეგზე ორიენტირებულობა, პრინციპულობა.

ანაზღაურება: ფიქსირებული + გამომუშავებული ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 07/12/2024

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე