Робота для біженців з України
დირექტორის თანაშემწე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: ამბასადორი აილენდი
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
შპს "ამბასადორი აილენდი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. ბათუმი, კლდიაშვილის ქუჩა #1
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** გენერალური დირექტორის სხვადასხვა სახის შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** დირექტორის დავალებით სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში გაგზავნა;
** დირექტორის წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების აღრიცხვა და ბუღალტერიისთვის გადაცემა;
** ორგანიზაციაში შემოსული კორესპონდენციის (წერილები) აღრიცხვა და ადრესატისთვის მიწოდების უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციიდან გამავალი კორესპონდენციის (წერილები) ვიზირების პროცესის კონტროლი, აღრიცხვა და ხელმოწერის შემდეგ მათი ადრესატამდე გაგზავნის უზრუნველყოფა;
** მიღება-ჩაბარების აქტების ვიზირების პროცესის კონტროლი და ხელმოწერის შემდეგ მათი ადრესატამდე გაგზავნის უზრუნველყოფა;
** დირექტორთან შესული დოკუმენტების ვიზირებასთან შესაბამისობის შემოწმება (წერილები, ბრძანებები, ხელშეკრულებები და ა.შ) და ხელმოწერის შემდეგ დანიშნულებისამებრ გადაგზავნა (შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდება);
** დირექტორის დავალებით დოკუმენტაციის თარგმნა სხვადასხვა ენაზე;
** ორგანიზაციაში ელ-ფოსტაზე შემოსული წერილების მონიტორინგი;
** ორგანიზაციის დირექტორის უშუალო დავალებების შესრულება;
** კომპანიის სტუმრებისთვის ავ.ბილეთების შეძენის ორგანიზება;
** კომპანიის სტუმრებისთვის სასტუმროს დაჯავშნის ორგანიზება;
** კომპანიის სტუმრებისთვის ტრანსფერის ორგანიზება;
** ორგანიზაციის სატელეფონო ზარების პასუხი და შესაბამის სამსახურებში გადამისამართება
** საჭიროების შემთხვევაში უცხოეთში მივლინებით წასვლა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დირექტორის ასისტენტის, ოფის მენეჯერის, ან ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე;
** ბაკალავრის ხარისხი;
** MS Office -ის და Google drive-ს პროგრამების ცოდნა
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: batumi.island2024@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე