დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Heal You
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
|
სამედიცინო ტურიზმის სააგენტო "Heal You" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.
საქართველო ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა სხვადასხვა ფაქტორის გამო, რასაც მოწმობს ყოველწლიურად ტურისტების გაზრდილი ნაკადი. ისინი ჩვენს ქვეყანას სტუმრობენ ისეთი მიზნებით, როგორიცაა დასვენება, ბიზნესის განვითარება, სწავლა და ა. შ.
სამედიცინო ტურიზმის სააგენტოს მიზანია მოიზიდოს პაციენტები, რომლებიც საქართველოში შეძლებენ მიიღონ სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე;
** სხვადასხვა სოციალური პლატფორმების ცოდნა მაღალ დონეზე;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა.
ძირითადი მოვალეობები:
** პოსტების შექმნა, დამუშავება და განთავსება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე;
** კლიენტებთან კომუნიკაცია (კითხვებზე პასუხის გაცემა, კრიტიკაზე და კომენტარებზე რეაგირება);
** ბრენდის ცნობადობის გაზრდა სოციალურ ქსელებში;
** კვირაში ერთხელ მიმდინარე საკითხებზე გენერალურ დირექტორთან შეხვედრა.
დამატებითი ინფორმაცია:
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@heal.ge.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|