Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბიუთილაინი-24
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
სილამაზის სალონი "ბიუთილაინი-24" ("BeautyLine-24") აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** სატელეფონო და ელექტრონული კავშირის დამყარება მომხმარებლებთან;
** მომხმარებელთათვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** დოკუმენტაციისა და ანგარიშების წარმოება;
** შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** არსებული პროდუქციის ცოდნა;
** ხელმძღვანელი პირისგან მიღებული დავალებების დროულად შესრულება.

მოთხოვნები:

** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სილამაზის სალონში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებისა და მართვის გამოცდილება;
** მოლაპარაკებების წარმართვისა და კლიენტებთან კომუნიკაციის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

პირობები:

** სრული განაკვეთი.
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ხაზინის ქუჩა N3
** კონკურენტული ანაზღაურება

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე: pro-vision20@hotmail.com ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 591 85 36 36

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი (sales manager) თანამდებობა".

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე