დასახელება:
HR სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ვენგო ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
|
"ვენგო ჯგუფი" აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი.
"ვენგო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. ვაკე
დასვენების დღე: შაბათი - კვირა
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში დანერგილი ადამიანური რესურსების მართვის პროცედურების შესრულება;
** რეკრუტინგის, როტაციის, პერსონალის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და პროცესების მართვა;
** კომპანიის პოლიტიკისა და შრომის კანონმდებლობის ერთმანეთთან შესაბამისობის კონტროლი;
** თანამშრომლების მონაცემების გადამოწმება, დოკუმენტაციის აწყობა და აქივირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევის, კომპენსაციებისა და სხვა ბენეფიტების ადმინისტრირება;
** HR ადმინისტრირების მიმართულებით არსებულ პროექტებში ჩართულობა.
საჭირო მოთხოვნები:
** უნარ-ჩვევები HR სფეროში მუშაობის მიმართულებით (არ არის აუცილებელი სამუშაო გამოცდილება, მაგრამ სასურველია სტუდენტური გამოცდილება)
კომუნიკაციისა და გუნდურობის უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კარგი კომპიუტერული უნარები (MS Office, Excel, Word)
თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@vengo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "HR სპეციალისტი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
|
|
|
|