Робота для біженців з України
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
შპს ავიცენა- ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** ციფრული მარკეტინგის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების შექმნა
** ვებგვერდის მართვა, მისი განვითარებისთვის საჭირო პროექტებში ჩართულობა
** სარეკლამო კამპანიების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მართვა და ოპტიმიზაცია, სხვადასხვა არხებისთვის
** ციფრული არხების ანალიტიკა და რეპორტების მომზადება, შედეგების მიხედვით რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება
** კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა
** სარეკლამო და ბრენდირებული ნივთების საჭიროების განსაზღვრა
** ფოტო-ვიდეო მასალების გადაღება და მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა და მათზე მუშაობის გამოცდილება (Meta Business Suit, SEO, Meta Ads Manager; ** Linkedin, Google Analytics, Google Ads - ის ცოდნა)
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
** აუცილებელია ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით შესაბამისი განათლება (ტრენინგები, მოკლე კურსი), ჩაითვლება უპირატესობად
** მინიმუმ 1 გრაფიკული პროგრამის ცოდნა.

ანაზღაურება: გამოცდილების გათვალისწინებით;

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კრეატიული აზროვნება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@abmu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე