Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ჯეო ტექნიკსი
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
კომპანია "ჯეო ტექნიკსი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სამშენებლო მასალების გადაზიდვა, კომერციული/სასაწყობე ფართების გაქირავება და სპეც.ტექნიკის რეალიზაცია წარმოადგენს.

კომპანია "ჯეო ტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას - გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიღომი; ჯ. ბალანჩინის N10
სამუშაო გრაფიკი: 2 დღე: შაბათი-კვირა (09:00 - 18:00)
ანაზღაურება: ფიქსირებული; ბონუსი

თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია გთავაზობთ:

** სანდო და სტაბილურ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
** კომპანია უზრუნველყოფს სარეალიზაციო პროდუქციის (მობილური ამწე, სასაწყობე დამტვირთველი და ა.შ.) შესახებ ამომწურავი ინფორმაციის სწავლებას

ძირითადი მოვალეობები:

** შოურუმში შემოსული მომხმარებლებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება სპეც. ტექნიკის მახასიათებლების შესახებ;
** დაინტერესებული პირების შესაბამის ჯგუფთან გადამისამართება;
** ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების კონსულტანტი).

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე