დასახელება:
მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბატუტის ცენტრი Crazy Hall
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
|
"ბატუტ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე რუსთავში.
ძირითადი მოვალეობები:
** ბატუტ-ცენტრის პერსონალის მართვა, სამუშაოს დაგეგმვა და განაწილება, შესრულებული სამუშაოს შეფასება;
** ცენტრში მიმდინარე პროცესების კოორდინირება;
** ცენტრის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, არსებული პრობლემების გამოვლენა, გადაჭრის გზების დასახვა, კომპანიის მენეჯმენტის დროული ინფორმირება, შესაბამისი რეაგირებების განხორციელება;
** მენეჯმენტისათვის საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშის მომზადება;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა;
** ბატუტ-ცენტრისთვის დასახული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და მომავლისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
** სალაროს კონტროლი;
** პროდუქციის პროგრამულად მიღება/აღრიცხვა.
უნარ-ჩვევები:
** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად გამოყენება;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა/მუშაობის გამოცდილება;
** ენების ცოდნა: ქართული; ინგლისური
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: რუსთავი მოლი - შარტავას და ლომაურის ქუჩების კვეთა;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი.
შესაბამისი გამოცდილების და ინტერესების მქონე კანდიდატებს გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი ინტერესი შემდეგ მეილზე რეზიუმეს გამოგზავნით: Career@mpd.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება)
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|