Робота для біженців з України
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: თოდუას კლინიკა
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
"თოდუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტის კანდიდატურაც);
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** გამართული საუბრის მანერა, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, სხარტი;
** პრიორიტეტული იქნება მსგავს პოზიციაზე ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა, კომპეტენციის ფარგლებში პაციენტებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პაციენტების ჩაწერა ექიმთან ვიზიტზე;
** ვიზიტის დასადასტურებლად გამავალი ზარების შესრულება

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
** მისამართი: თბილისი, გ. კარტოზიას ქ. 10

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე