Робота для біженців з України
ფარმაცევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: თოდუას კლინიკა
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
"თოდუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება;
** აუცილებელია GDP სერტიფიკატის ფლობა;
** არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
** ფარმაცევტული კანონების ცოდნა;
** საერთაშორისო სტანდარტების, სხვა ნორმების (საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული დირექტივები და რეგლამენტები) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა და მიღებული მედიკამენტების აღრიცხვის კონტროლი;
** მედიკამენტების შენახვის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** კვარტალური მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
** შეგროვებული შეკვეთის კონტროლი და პროდუქციის გაცემის ნებართვა;
** საინვენტარიზაციო კომისიაში მონაწილეობა და პროდუქციის მიღების დროს, დანაკლისის შემთხვევაში შესაბამისი ოქმის გაფორმება;
** სასაწყობე ტერიტორიის დასუფთავებისა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის მონიტორინგი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათლით 09:00 საათიდან 17:00საათამდე,
შაბათ-კვირას დასვენება.
** მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის 13.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე