დასახელება:
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი
|
მომწოდებელი:
ევექსი
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
|
"ევექსი" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.
ვებგვერდი: https://evex.ge/ka/
Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/
შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!
ევექსის ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი კარავი აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: კარავი, საბურთალო, ბახტრიონის ქუჩა #10ბ
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვის/მოზარდის განვითარების და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება;
** საჭიროებისამებრ დამატებითი კვლევების დანიშვნა და მულტიგუნდთან ერთად შემთხვევის განხილვა;
** შესაბამისი დიაგნოზის დასმა ICD10 კრიტერიუმების მიხედვით;
** საჭიროებების განსაზღვრა;
** თერაპიული კურსის შერჩევა;
** მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნა და მართვა;
** პაციენტი მდგომარეობის მონიტორინგი დინამიკაში.
ვაკანსიის მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** დიპლომის შემდგომი განათლება სპეციალობაში "ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრია" - მოქმედი ლიცენზია;
** ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრად მუშაობის გამოცდილება;
** ძირითადი სკრინინგ და სადიაგნოსტიკო ტესტების საბაზისო ცოდნა;
** ნეიროგანვითარებითი დარღვევების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.
ჩვენთან შენ მიიღებ:
ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/bavshvta-da-mozardta-fsiqiatri/661
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|