დასახელება:
რენტგენის ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
ევექსი
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
|
"ევექსი" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.
ვებგვერდი: https://evex.ge/ka/
Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/
შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას რენტგენის ტექნიკოსის პოზიციაზე/
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** რენტგენის გადაღება კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** სამედიცინო აპარატურასთან სამუშაო წესების შესრულების უზრუნველყოფა დროულად, უშეცდომოდ და სრულყოფილად;
** პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება.
ვაკანსიის მოთხოვნები:
** სავალდებულოა რენტგენო-ლაბორანტის მოწმობა ან სერტიფიკატი;
** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო, საშუალო საექთნო ან საშუალო რენტგენო-ლაბორანტის განათლება;
** სავალდებულოა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების გადამზადების დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა;
** სამუშო გამოცდილება რენტგენო-ლაბორანტის, რენტგენის ტექნიკოსის პოზიციაზე;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.
ჩვენთან შენ მიიღებ:
** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
- 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
- ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/rentgenis-teqnikosi/668
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|