დასახელება:
ადმინისტრატორი, ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
აისო
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
|
საერთაშორისო სტომატოლოგიის ცენტრი "აისო" წარმოდგენილია ორი ფილიალით თბილისში. კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ინვენტარით და მოიცავს სტომატოლოგიის ყველა მიმართულებას. "აისო" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1. ადმინისტრატორი
მოთხოვნები:
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარები;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური/რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, პაციენტების მიღება-რეგისტრაცია;
** სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
** პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში შეტანა;
** გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის მიღება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3 დღე, 9:00-დან 19:00-მდე (კვირა დღეს დასვენება)
** ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და სამუშაო დროზე.
2. ქოლცენტრის თანამშრომელი
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3 დღე, 9:00-დან 19:00-მდე
** ხელზე ასაღები ხელფასი: 600 ლარი
მოთხოვნები:
** საჭიროა რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** გამართული მეტყველების უნარი
გახდი კლინიკა კანის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: isodental2017@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "საერთაშორისო სტომატოლოგიის ცენტრის" მიერ (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან; დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
საერთაშორისო სტომატოლოგიის ცენტრი "აისო" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.
|
|
|
|