Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: თიეს ქონსთრაქშენ
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
შპს "თიეს ქონსთრაქშენ" ეძებს მარკეტინგის სპეციალისტს.

მარკეტინგის სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობებია:

** სოციალური ქსელის/საიტის მართვა/განვითარება;
** სოციალურ ქსელებში კომპანიის ცნობადობის გაზრდა;
** კონტენტის დაგეგმვა და განხორციელება სოციალური არხების მიხედვით;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და წარმართვა (სწორი მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა, რეკლამის მონიტორინგი და ანალიზი);
** კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზება და მართვა;
** მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, მართვა და შესრულება კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში;
** კონკურენტული გარემოს ანალიზი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მარკეტინგის სფეროში 2-წლიანი გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
** მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას.

თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, ველით თქვენს რეზიუმეს შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tsconstruction2121@gmail.com.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ კომპანია ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში. თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემების შეცვლა ან წაშლა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

კომპანია კანდიდატის შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების და თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისად და გამორიცხავს პირთა დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე