დასახელება:
ტენდერი სასტუმროს მომსახურების შესყიდვაზე
|
მომწოდებელი:
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
|
ა (ა)იპ "გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მომსახურების შესყიდვაზე.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი წარმოადგენს გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივ პლატფორმას, არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროგრესული მომავლის შექმნას, ბიზნესის ჩართულობით და მდგრადი მიდგომების სტიმულირებით.
გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომლის მიზანია ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. ინიციატივა დაფუძნებულია 10 პრინციპზე, ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. პლატფორმაში გაერთიანებულია საერთაშორისო დონეზე 20 000 ათასზე მეტი ორგანიზაცია, ხოლო საქართველოს ქსელს 140-ზე მეტი წევრი ჰყავს.
ორგანიზაცია მიმდინარე წლის 18-20 დეკემბერს გეგმავს გასვლითი ღონისძიების ორგანიზებას თბილისს გარეთ, რისთვისაც ესაჭიროება სასტუმროს მომსახურება შემდეგი პირობებით:
სასტუმროში განთავსება:
თარიღები: შემოსვლა - 18 დეკემბერი, გასვლა 20 დეკემბერი;
ერთადგილიანი განთავსებით - 10 (ათი) ოთახი.
საკონფერენციო დარბაზი:
** თარიღი - 18 დეკემბერი: სრული დღე;
** 19 დეკემბერი: სრული დღე;
** 20 დეკემბერი: ნახევარი დღე.
** რაოდენობა - 1 (ერთი) საკონფერენციო დარბაზი;
** სტუმრების რაოდენობა - 10;
** წყობა - U-Shape;
** აღჭურვილობა - პროექტორი, ეკრანი, კლიკერი, ფურცლები, ფანქრები.
კვება:
18 დეკემბერი - სადილი, ყავის შესვენება, ვახშამი;
19 დეკემბერი - ყავის შესვენება, სადილი, ყავის შესვენება, ვახშამი;
20 დეკემბერი - ყავის შესვენება, სადილი.
შენიშვნა: აუცილებელია, რომ ყველა კვებაზე წყალი იყოს მინის ბოთლებში.
განსაკუთრებული მოთხოვნები:
** სასტუმრო უნდა მდებარეობდეს თბილისიდან არაუმეტეს 2 საათის გზის სავალზე;
** სასტუმროში არსებულ საკონფერენციო სივრცეში შესაძლებელი უნდა იყოს დამსწრე პირების მოთხოვნილი წყობით განთავსება;
** სასტუმრო ვალდებულია ჰქონდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემოწმება და შესაბამისი სერტიფიკატი;
** სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი ტურიზმის უსაფრთხოების სავალდებულო რეკომენდაციებს და სტანდარტებს.
დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:
** სასტუმროს ოთახებისა და საკონფერენციო დარბაზის ამსახველი ფოტოები;
** მენიუ (ყავის შესვენება, სადილი, ვახშამი);
** მომსახურების ღირებულება ეროვნულ ვალუტაში საუზმის ჩათვლით, დღგ-ს გარეშე.
სატენდერო დოკუმენტაცია დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: procurement@unglobalcompact.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ტენდერის დასახელება: სასტუმროს მომსახურების შესყიდვა
დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2024 წლის 13 ნოემბრის 16:00 საათისა.
|
|
|
|