Робота для біженців з України
უმცროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2010 წლიდან და დღეის მდგომარეობით ყოველდღიურად ემსახურება 150-ზე მეტ კომპანიას. ჩვენი კომპანია ემსახურება მხოლოდ კორპორატიულ მომხმარებელს და სერვისს უწევს სამართლის ყველა დარგში გარდა სისხლის სამართლისა. კომპანიის მთავარი ოფისი განთავსებულია ქ.თბილისში, საბურთალოს ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ბიზნეს ცენტრში. რაც შეეხება ფილიალებს, კომპანია ფლობს ფილიალს ბათუმში და ახალციხეში. ჩვენი კომპანია ახორციელებს როგორც კორპორატიული იურისტების სერვისით უზრუნველყოფას, ასევე საადვოკატო მომსახურებას. ვინაიდან ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა იზრდება ყოველკვირეულად, ჩვენი გუნდი დამატებით ეძებს ახალ კადრებს.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, საბურთალოს ტერიტორია.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი 10:00-19:00 სთ. (დისტანციურად მუშაობა არ განიხილება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თანამშრომლობის შემთხვევაში ვერ შეითავსებთ სხვა სამსახურს ან/და საქმიანობას).
შრომის ანაზღაურება: 1500 ლარიდან ზევით კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო + ფულადი ბონუსები.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად). გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა ნებისმიერ დროს დაწინაურდნენ უფროსი იურისტის პოზიციაზე (ხელფასის მატებით).

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კლიენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა.
** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება.
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
** წარმომადგენლობის განხორციელება სასამართლოსა და არბიტრაჟში.
** სხვადასხვა სახის საპროცესო დოკუმენტების შედგენა/ანალიზი (სარჩელი, შუამდგომლობა და ა.შ)
** კომპანიების წარმომადგენლობა საჯარო რეესტრსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში
** კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული სხვა პროფილური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სავალდებულოა) სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება.
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა საერთო ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით (სასურველია / ჩაითვლება უპირატესობად)
** კორპორატიულ იურისტად ან ადვოკატად მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა)
** ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)

კომპანია არ განიხილავს თქვენს კანდიდატურას თუ:

** ხართ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი (ი.გ საბაკალავრო დონე)
** არ იცით ინგლისური ან რუსული ენა
** გამოაგზავნით რეზიუმეს ფოტოსურათის გარეშე
** გამართულად არ ფლობთ ქართულ ენას

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე