დასახელება:
ფიზიკური უსაფრთხოების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
კავკასიის მედიცინის ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
|
"კავკასიის მედიცინის ცენტრი" წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.
"კავკასიის მედიცინის ცენტრში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ფიზიკური უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
პირობები:
** გრაფიკი: მორიგეობა კვირაში 48 საათი
** ანაზღაურება: (ფიქსირებული) 950 ლარი
მოთხოვნები:
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო განათლება
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში
ფუნქცია-მოვალეობები:
** ჰოსპიტლის შიდა და გარე ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვა;
** კლინიკის შენობაში მომუშავე პერსონალისა და ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების, პაციენტების, ვიზიტორების ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა;
** უშუალო უფროსის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან ან/და გამომდინარეობს აღნიშნული პოზიციის კონტექსტიდან.
ჩვენი მხრიდან გპირდებით: მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს
დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: careers@cmchospital.ge
|
|
|
|