Робота для біженців з України
მიმღები ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღები ოპერატორი
მომწოდებელი: ტექნოლაინი
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
შპს "ტექნოლაინი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები ოპერატორის პოზიციაზე.

"ტექნოლაინი" ციფრული ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი სერვის ცენტრია საქართველოს მასშტაბით, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს წამყვანი ბრენდების მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება, ახალი და არსებული პროდუქციის შესახებ;
** მიღება-ჩაბარების დარეგისტრირება და გადანაწილება;
** ციფრული ტექნიკის (ძირითადად მობილური ტელეფონების) დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება;
** კომპანიაში დადგენილი სტანდარტების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

** ანაზღაურება: ფიქსირებული 800-1000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი.
** ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით.
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** მის: თბილისი, სულხან ცინცაძის 26

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV თანდართული ფოტოსურათით მისამართზე: vacancy@technoline.ge

მეილის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

საკონტაქტო ტელ: 0322 30 40 80
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე